მთავარი
ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და იურიდიული კონსულტაციების მიმართულებით. ჩვენი მიზანია თქვენი ორგანიზაციის დაცვა სამართლებრივი რისკებისგან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ:
- შრომის უსაფრთხოების სისტემების აუდიტში, დანერგვასა და მართვაში;
- პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების
აუდიტში, საჭირო დოკუმენტაციის შედგენასა და პროცესის გამართვაში; - იურიდიული მომსახურების მიღებაში, რაც მოიცავს როგორც სამართლებრივ კონსულტაციას,
ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას.
ვმუშაობთ ინდივიდუალური მიდგომით — თითოეული კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენი მომსახურება მორგებულია როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესებზე.
მომსახურების მიმართულებები
შრომის უსაფრთხოება
- შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვა;
- სამუშაო პროცესების რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
- შესაბამისი ინსტრუქციებისა და შიდა რეგულაციების მომზადება;
- უკვე დანერგილი სისტემის აუდიტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებაში
დახმარება.
პერსონალური მონაცემების დაცვა
- პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების კანონიერების ერთჯერადი ან პერიოდული აუდიტი;
- პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების გამართვა;
- საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით
გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა.
იურიდიული მომსახურება
- იურიდიული კონსულტაცია;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
- ორგანიზაციული პროცესების სამართლებრივი ანალიზი და მართვა.
გარდა აღნიშნული მომსახურებისა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ ვიდეოთვალთვალის კამერების მონტაჟის, ინტერნეტის ქსელის გაყვანის
და კომპანიებში მიკროკლიმატის გაზომვის მომსახურებებს შესაბამისი დაკალიბრებული ხელსაწყოებით.
ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ პირებს გააჩნიათ აღნიშნულ სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია.