შრომის უსაფრთხოების აუდიტის მომსახურება წარმოადგენს ორგანიზაციაში უკვე დანერგილი შრომის უსაფრთხოების სისტემის დამოუკიდებელ, ობიექტურ და სისტემურ შეფასებას. აუდიტის მიზანია არსებული პოლიტიკების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედ სტანდარტებთან.

აუდიტის პროცესში შეფასდება როგორც დოკუმენტური ნაწილი, ასევე რეალური სამუშაო გარემო და პრაქტიკული პროცესები, რაც უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის სრულყოფილ და სანდო ანალიზს.

აუდიტის ფარგლები

შრომის უსაფრთხოების აუდიტის ფარგლებში ხორციელდება:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და შიდა რეგულაციების ანალიზი
  • რისკების შეფასების დოკუმენტაციის გადამოწმება და აქტუალობის შეფასება
  • სამუშაო გარემოსა და პროცესების შესაბამისობის შეფასება დადგენილ მოთხოვნებთან
  • თანამშრომელთა ინფორმირების და ჩართულობის დონეს შეფასება
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში წარმოებული დოკუმენტაციის სრულყოფილობის შემოწმება
  • შეუსაბამობების, რისკებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება

აუდიტის შედეგები

აუდიტის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას წარედგინება წერილობითი ანგარიში, რომელიც მოიცავს:

  • გამოვლენილი შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღწერას
  • რისკების შეფასებას მათი მნიშვნელობის მიხედვით
  • პრაქტიკულ და სამართლებრივად დასაბუთებულ რეკომენდაციებს

მომსახურების მიზანი

მომსახურების მიზანია ორგანიზაციაში დანერგილი შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისობის გაუმჯობესება და სამართლებრივი რისკების შემცირება.

აუდიტის მომსახურეების ღირებულება: დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე, დასაქმებულთა რაოდენობაზე, მანქანა დანადგარების რაოდენობაზე, სამუშაო სივრცის ლოკაციასა და მდგომარეობაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი ფასი 350 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.