შრომის უსაფრთხოების კუთხით ტრენინგების ჩატარების მომსახურება მიზნად ისახავს ორგანიზაციებში თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებას, უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და შრომითი რისკების პრევენციას მოქმედი კანონმდებლობისა და დარგობრივი სტანდარტების შესაბამისად.

ტრენინგები იგეგმება და ტარდება ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის, სამუშაო პროცესებისა და რისკის დონეების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებადობას.

ტრენინგების შინაარსი

შრომის უსაფრთხოების ტრენინგები მოიცავს:

  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს
  • ევაკუაციის პროცესების მართვას
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგს
  • მანქანა-დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპებს
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს
  • სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას
  • უბედური შემთხვევებისა და პროფესიული რისკების პრევენციის ღონისძიებებს
  • უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკისა და ქცევითი სტანდარტების ფორმირებას
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესებს
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ზოგად პრინციპებს
  • მოთხოვნის შეთხვევაში ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ თემატიკებს

ტრენინგების ფორმატი

ტრენინგები შეიძლება ჩატარდეს:

  • ორგანიზაციის სივრცეში ან დისტანციურად
  • როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტულ პოზიციებზე მორგებული ფორმატით
  • თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კომბინაციით

მომსახურების მიზანი

მომსახურების მიზანია შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარება, თანამშრომელთა ინფორმირებულობის გაზრდა და ორგანიზაციაში უბედური შემთხვევების რისკის შემცირება.

ტრენინგების ჩატარების მომსახურების ღირებულება: დამოკიდებულია არჩეული ტრენინგის თემებსა და თემების რაოდენობასზე, ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე, მსმენელთა რაოდენობაზე, მანქანა დანადგარების მრავალფეროვნებაზე, სამუშაო სივრცის ლოკაციასა და მდგომარეობაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი ფასი 200 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.