შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომსახურება მიზნად ისახავს ორგანიზაციაში უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის რისკებისგან დაცული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებას, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკისა და სამუშაო პროცესების გათვალისწინებით.

მომსახურების ფარგლები

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფარგლებში ხორციელდება:

  • სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, შიდა რეგულაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება
  • თანამშრომელთა ინფორმირება და კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
  • სამუშაო გარემოს მონიტორინგი და შესაბამისობის შეფასება
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება
  • შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად
  • დადგენილი პერიოდულობით დასაქმებულებისათვის ტრენინგების ჩატარება
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებაში დახმარება

მომსახურების მიზანი

მომსახურების მიზანია ორგანიზაციაში მინიმალური დანახარჯით შრომითი რისკების შემცირება, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენცია, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება.

მომსახურების ღირებულება:

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე, დასაქმებულთა რაოდენობაზე, მანქანა დანადგარების რაოდენობაზე, სამუშაო სივრცის ლოკაციასა და მდგომარეობაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი ფასია თვიური 250 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.