
პერსონალური მონაცემების დაცვის ტრენინგის მიზანია ორგანიზაციის თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების, სიფრთხილისა და ორგანიზაციული წესების შესახებ. ტრენინგი უზრუნველყოფს დაცვითი პოლიტიკის ეფექტურ დანერგვას და ორგანიზაციის სამართლებრივი რისკების შემცირებას.
ტრენინგები დაგეგმილია ორგანიზაციის სპეციფიკისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესიების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებადობას ყოველდღიურ საქმიანობაში.
ტრენინგის შინაარსი
ტრენინგის ფარგლებში განხილულია:
- პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითადი სამართლებრივი მოთხოვნები
- მონაცემთა სუბიექტების უფლებები და მათი რეალიზების გზები
- ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასეთი არსებობის შემთხვევაში
- მონაცემთა დამუშავებისას წარმოშობილ ინციდენტზე რეაგირების წესი
- საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა
ტრენინგები შეიძლება ჩატარდეს:
- ორგანიზაციის სივრცეში ან დისტანციურად
- როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტულ პოზიციებსა და ჯგუფებზე მორგებული ფორმატით
- თეორიული სწავლება პრაქტიკულ ვარჯიშებთან და რეალურ მაგალითებთან კომბინაციით
მიზანი
ტრენინგის მიზანია თანამშრომელთა ინფორმირებულობის გაზრდა, პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის განვითარება და სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია.
პერსონალური მონაცემების დაცვის ტრენინგის ღირებულება: დამოკიდებულია არჩეული ტრენინგის თემებსა და თემების რაოდენობასზე, ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე, მსმენელთა რაოდენობაზე, ლოკაციაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი 200 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.