
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობისას პერსონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას.
მომსახურების ფარგლები
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის მომსახურება მოიცავს:
- პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების ანალიზსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას
- მონაცემთა დაცვის პოლიტიკებისა და შიდა რეგულაციების შემუშავებასა და განახლებას
- ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების აღრიცხვას
- პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას
- თანამშრომელთა კონსულტირებასა და ინფორმირებას პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე
- პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგს
- ზედამხედველ ორგანოსთან ურთიერთობის კოორდინაციას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში
- პერსონალური მონაცემების დაცვის ინციდენტებზე რეაგირების პროცესში მონაწილეობას
მომსახურების მიზანი
მომსახურების მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვა და ორგანიზაციისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ჯარიმების რისკის შემცირება.
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის მომსახურების ღირებულება: დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობის სფეროზე და სამუშაო პროცესზე, დამუშავებული ინფორმაციის რაოდენობასა და მრავალფეროვნებაზე, სამუშაო სივრცის ლოკაციაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი ფასია თვიური 250 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.