იურიდიული მომსახურება უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერის სრულ სპექტრს, ხელს უწყობს ორგანიზაციის საქმიანობის კანონიერებას, რისკების იდენტიფიკაციას და სამართლებრივი დარღვევების პრევენციას. მომსახურება ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლებრივი პრაქტიკას და დარგის საუკეთესო სტანდარტებს.

მომსახურების მიმართულებები

იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • სამართლებრივი კონსულტაციას ორგანიზაციის საქმიანობის ყველა სფეროში
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და რევიზიას
  • სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაციასა და მათი მართვის გეგმების მომზადებას
  • კერძო და საჯარო პირებთან წარმომადგენლობას, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩართულობას

 

მომსახურების მიზანი

მომსახურების მიზანია:

  • ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა
  • სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია
  • სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება

ჩვენი მიდგომა

იურისტის მომსახურება გაწეულია პროფესიონალიზმის, ობიექტურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების სრული დაცვით. თითოეული პროექტი ან საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, ორგანიზაციის სპეციფიკისა და მიზნების გათვალისწინებით.

იურისტის მოსმახურების ღირებულება:

დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, საქმიანობის სფეროზე, დასაქმებულთა რაოდენობაზე, ლოკაციაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი ფასია თვიური 500 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.