
მიკროკლიმატის გაზომვების მომსახურება მიზნად ისახავს ორგანიზაციაში სამუშაო გარემოს მახასიათებლების შეფასებას შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. მომსახურება უზრუნველყოფს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, რაც საშუალებას აძლევს გამოავლინონ პოტენციური რისკები და უზრუნველყონ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა. გარდა აღნიშნულისა, მიკროკლიმატის გაზომვების ვალდებულება კომპანიებს განსაზღვრული აქვს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობითაც.
გაზომვების სფერო
მომსახურება მოიცავს ძირითადი მიკროკლიმატური პარამეტრების შეფასებას, მათ შორის:
· ჰაერის ტემპერატურა;
· ტენიანობის დონე;
· ჰაერის მოძრაობის სიჩქარე (ვენტილაცია);
· ხმაურის დონე;
· განათების დონე;
გაზომვების მიზანი
მიკროკლიმატის გაზომვების მიზანია:
· სამუშაო გარემოს კომფორტული და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა;
· შრომითი დაავადებებისა და პროფესიული რისკების პრევენცია;
· შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
მიკროკლიმატის გაზომვის მომსახურების ღირებულება: გასაზომ წერტილების რაოდენობაზე, თითოეულ წერტილზე გასაზომ ელემენტთა რაოდენობაზე, სამუშაო სივრცის ლოკაციაზე. მომსახურების ღირებულების საწყისი ფასია ერთ წერტილზე ერთი ელემენტის გაზომვა 15 ლარი.